აბაზანის ბომბების სასარგებლო თვისებები!

აბაზანის ბომბები დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან: ლიმონის მჟავა,ნატრიუმის ბიკარბონატი (სოდა), Ზღვის მარილი, იდროლატები და ეთერზეთები, დამატენიანებელი ზეთები.

არ შეიცავს კონსერვატებს და ქიმიურ სუნამოებს. უსაფრთხოა ბავშვის დასაბანად გამოყენება. ბავშვებს  უყვართ პატარა ბურთების აბანოში ჩაგდება და დაკვირვება თუ როგორ გამოყოფს ის დიდი რაოდენობით პატარა ბუშტებს. ამიტომ, თუ თქვენს ბავშვს არ უყვარს ბანაობა, სურნელოვანი ანაზანის ბომბები დაეხმარება მას შეუყვარდეს წყლის პროცედურები.

ბუნებრივი სოდის წყალობით, რომელიც ბომბების მთავარი ინგრედიენტია, აბაზანა ბომბებით დაგეხმარებათ ქავილის, გაღიზიანებისა და კანის ანთების შემსუბუქებაში.

ლიმონმჟავა ასევე ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით და შესანიშნავი ბუნებრივი კონსერვანტია, ამიტომ იგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

რა უნდა ვიცოდეთ გამოყენებისას

ბომბი, რომელიც შეიცავს საღებავებს, წყალს ღია ელფერს აძლევს, მაგრამ ის კანისთვის უვნებელია.

არ გამოიყენოს ორსულმა თუ რომელიმე ინგრედიენტზე აქვს უკუჩვენება.

შუშხუნა აბაზანაში ყოფნის ოპტიმალური დროა 20-25 წუთი.

ჩვენი აბაზანის ბომბები დამზადებულია მთლიანად ბუნებრივი ინგრედიენტებით, ჰიპოალერგიულია და ფაქტიურად გარდაქმნის კანს პირველი გამოყენების შემდეგაც.

ბომბების შესანახად შეარჩიეთ რაც შეიძლება მშრალი ადგილი.

ხოლო ლამაზი შეფუთვა და ბომბების უჩვეულო ფორმა მათ აქცევს საუკეთესო სასაჩუქრე ნაკრებად თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

Leave a comment

Please note, comments must be approved before they are published